Tuesday, 17 July 2018

დღეს მეცხრე  დღის ტრენინგია....
ეს დღე დატვირთული და შრომატევადი იყო. დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მე-8 მოდულზე:,,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება".
    წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები,ერთმანეთს მივეცით  უკუკავშირი.წარმოდგენილი პრეზენტაციები  ძალიან საინტერესო  და ბევრისმომცემი  იყო.
     ვიმუშავეთ  დრაივში  და ბლოგზე  ავტვირთეთ ჩვენი  საქაღალდე/
     ეს ტრენინგი მრავლისმომცველი და მრავალმხრივ  საინტერესო იყო.აქ მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,განსაკუთრებით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს,მოსწავლეედს დავეხმარები განუვითარდეთ პროწქტზე მუშობის ის უნარ-ჩვევები და სტრატეგიები,რომელიც მე ვისწავლე ამ ტრენინგის საშუალებით.
      მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს,ქალბატონ შორენა ბადურაშვილს,იმ ცოდნის,გამოცდილების,შრომისმოყვარეობის და საოცარი გულისხმიერებისათვის,რაც მან გამოიჩინა ჩვენთან მუშაობის პერიოდში.
   

Saturday, 14 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე ჩვეულებრივად დაიწყო....გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა. დავიწყეთ მეშვიდე მოდულზე მუშაობა,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით''.
ვიუერში გავეცანით ფასილიტაციის მასალა. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,უფრო ღრმად გავეცანით DRIVE-ს.თვალი გადავავლეთ ჩვენს სასწავლო პროექტს და ვიმუშავეთ მის საბოლოო დახვეწაზე. გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს .ვნახეთ რამდენიმე ვიდეო გაკვეთილები.გავეცანით ვიდეო გაკვეთილზე მუშაობის პრინციპს.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა,მართალია დავიღალე,მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე.

Thursday, 12 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეც წინა დღეების მსგავსად საინტერესო იყო.
ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის განხილვით.შემდეგ დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომები და შევუფასეთ ერთმანეთს ეს დავალება..განვიხილეთ მეექვსე მოდული,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონე:შინაარსი,პროცესი,პროდუქტები,სასწავლო გარემო.შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი.განვიხილეთ თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროცესი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
   დღე სასიამოვნო და დატვირთული იყო.

Monday, 9 July 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე  დღის ტრენინგი,როგორც მოსალოდნელი იყო,საინტერესო,დატვირთული და თან  სახალისოც  გამოდგა.
     გავიხსენეთ  წინა ტრენინგზე  შესწავლილი  და  განხილული მასალა.დავწყვილდით  და გავაცანით ერთმანეთს საშინაო  დავალება ,,მოსწავლის  პრეზენტაცია". დავალება  შევასრულეთ  powerpoint-ში. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები,გავითვალისწინეთ  უკუკავშირი.
      ტრენინგზე  განვიხილეთ მეხუთე  მოდული.ვისწავლეთ შეფასებები  და  შესაბამისი  რუბრიკები. ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე  და  მის  გაფორმებაზე  სლაიდების  საშუალებით.
      მადლობა ქალბატონ  შორენას ასეთი  საინტერესო დღისთვის.

მოსწავლის ნამუშევარი

Saturday, 7 July 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

    დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა...გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები.
  ტრენინგი დავიწყეთ  დაწყვილებით.განვიხილეთ ერთმანეთის  მიმართულების მიმცემი  კითხვები ანუ უკუკავშირი  მივეცით ერთმანეთს. განვიხილეთ  მესამე და მეოთხე მოდული  და შესაბამისი აქტივობები.
        მოვისმინეთ  პროექტის  სასწავლო პროცედურების რამდენიმე ნიმუში. მივეცით ერთმანეთს  შენიშვნები და  გავითვალისწინეთ, შევიტანეთ შესწორებები საკუთარში. 
   მოვიძიეთ ინტერნეტში პროექტისთვის  საჭირო  რამდენიმე  სურათი  და შევინახეთ.გავეცანით  საავტორო  უფლებებს.
       განვიხილეთ ინტერნეტი  არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო,არამედ როგორც რესურსი.
   ტრენინგი იყო  ძალიან  საინტერესო  და დატვირთული.

Thursday, 5 July 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეოთხე დღე....ძალიან საინტერესო  და სიახლეებით დატვირთული.
  გავიხსენეთ წინა დღის შესწავლილი საკითხები.განვიხილეთ  მეორე მოდულის მე-3, მე-4 და მე-5 აქტივობები.
   საინტერესო იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა.ასევე განვიხილეთ ის 5 მიზანი,რომელიც გათვალისწინებულია ამ პროექტის შეფასების დროს.
   ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები,გავშალეთ როდის და სად გამოვიყენებთ ამ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
გავიხსენეთ PowerPoint ში  მუშაობა და პრეზენტაციის შექმნა.დავგეგმეთ მომავალი სამუშაო დღე და ჩავინიშნეთ  საშინაო დავალება.

Tuesday, 3 July 2018

მესამე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მესამე დღე...ერთმანეთის მოკითხვისა და მეორე დღის ტრენინგის მასალების განხილვის შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი საინტერესო და დატვირთული დღე.
განვიხილეთ მეორე მოდულის პირველი და მეორე აქტივობები.განვიხილეთ ეროვნული  გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები და ინდიკატორები,გამოვყავით ჩვენს პროექტზე მორგებული სტანდარტი,რომელიც გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.
მნიშვნელოვანი და საინთერესო იყო გამჭოლი კომპენტეციების გაცნობა და მისი გამოყენება პროექტის სასწავლო მიზნების გამოყენებაში.
 მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავეცანი შესაბამის რესურს და მათი დახმარებით შევძელისაკვანძო კითხვების ჩამოყალიბება:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         როგორ გესმით სიტყვა ,,ბრძენკაცი’’ და ვინ მიგაჩნიათ ასეთ პიროვნებად?
თემატური კითხვები
·         როგორ გვეხმარება რუბრიკა ,,ბრძენკაცის დარიგება“ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
·          
შინაარსობრივი კითხვები
·         რა გვასწავლა ბრძენკაცმა თავის დარიგებებით?
·         როგორი სახეები შექმნა იაკობ გოგებაშვილმა თავის მოთხრობებში?

Saturday, 30 June 2018

მეორე დღის რეფლექსია

                   დღევანდელი დღე მეტად საინტერესო და ყოვლისმომცველი იყო.დღე შედეგიანად დავიწყეთ. გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია,გა-
ვეცანით ერთმანეთის საშინაო დავალებებს.
                 საინტერესო და შედეგიანი იყო პირველი მოდულის მეოთხე აქტივობაზე მუ-
შაობა.შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადების სტრატეგიები.ბუკლეტს აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს,რათა მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო იყოს როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.
            გავიხსენეთ  ვორდში მუშაობა. აუცილებლად გამოვიყენებ ,,გამოცემის მომზადების ჩეკისტს''.განვიხილეთ ,,რომეო და ჯულიეტას'' პორტფოლიო-რესურსები.
ყოველივე ეს კარგი ,,გზამკვლევი'' იქნება ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის.
       სიცხემ ხელი შემიშალა უკეთესი აზროვნებისთვის.
            მადლობა.......

Friday, 29 June 2018

პირველი დღის რეფლექსია

          დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დაიწყო.გავეცანით ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს და გავეცანით სახელმძღვანელოს ,,Viewer'',რომლითაც უნდა ვიმუშაოთ.
         გავეცანით პირველ მოდულს.ტრენერმა შორენა ბადურაშვილმა  საინტერესოდ ისაუბრა მის გარშემო. კარგად გავიაზრეთ ამ მოდულის მიზანი,გავეცანით საჭირო მნიშვნელოვან რესურსებს
     შევქმენით საქაღალდეები პორთფოლიოსთვის და შევინახეთ ჩვენთვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსი.
        გავეცანით  პროექტის შაბლონს,გავიხსენეთ ფოსტაში მუშაობა,შევქმენით ახალი ბლოგები.