Tuesday 17 July 2018

დღეს მეცხრე  დღის ტრენინგია....
ეს დღე დატვირთული და შრომატევადი იყო. დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მე-8 მოდულზე:,,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება".
    წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები,ერთმანეთს მივეცით  უკუკავშირი.წარმოდგენილი პრეზენტაციები  ძალიან საინტერესო  და ბევრისმომცემი  იყო.
     ვიმუშავეთ  დრაივში  და ბლოგზე  ავტვირთეთ ჩვენი  საქაღალდე/
     ეს ტრენინგი მრავლისმომცველი და მრავალმხრივ  საინტერესო იყო.აქ მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,განსაკუთრებით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს,მოსწავლეედს დავეხმარები განუვითარდეთ პროწქტზე მუშობის ის უნარ-ჩვევები და სტრატეგიები,რომელიც მე ვისწავლე ამ ტრენინგის საშუალებით.
      მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს,ქალბატონ შორენა ბადურაშვილს,იმ ცოდნის,გამოცდილების,შრომისმოყვარეობის და საოცარი გულისხმიერებისათვის,რაც მან გამოიჩინა ჩვენთან მუშაობის პერიოდში.
   

Saturday 14 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე ჩვეულებრივად დაიწყო....გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა. დავიწყეთ მეშვიდე მოდულზე მუშაობა,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით''.
ვიუერში გავეცანით ფასილიტაციის მასალა. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,უფრო ღრმად გავეცანით DRIVE-ს.თვალი გადავავლეთ ჩვენს სასწავლო პროექტს და ვიმუშავეთ მის საბოლოო დახვეწაზე. გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს .ვნახეთ რამდენიმე ვიდეო გაკვეთილები.გავეცანით ვიდეო გაკვეთილზე მუშაობის პრინციპს.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა,მართალია დავიღალე,მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე.

Thursday 12 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეც წინა დღეების მსგავსად საინტერესო იყო.
ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის განხილვით.შემდეგ დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომები და შევუფასეთ ერთმანეთს ეს დავალება..განვიხილეთ მეექვსე მოდული,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონე:შინაარსი,პროცესი,პროდუქტები,სასწავლო გარემო.შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი.განვიხილეთ თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროცესი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
   დღე სასიამოვნო და დატვირთული იყო.

Monday 9 July 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე  დღის ტრენინგი,როგორც მოსალოდნელი იყო,საინტერესო,დატვირთული და თან  სახალისოც  გამოდგა.
     გავიხსენეთ  წინა ტრენინგზე  შესწავლილი  და  განხილული მასალა.დავწყვილდით  და გავაცანით ერთმანეთს საშინაო  დავალება ,,მოსწავლის  პრეზენტაცია". დავალება  შევასრულეთ  powerpoint-ში. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები,გავითვალისწინეთ  უკუკავშირი.
      ტრენინგზე  განვიხილეთ მეხუთე  მოდული.ვისწავლეთ შეფასებები  და  შესაბამისი  რუბრიკები. ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე  და  მის  გაფორმებაზე  სლაიდების  საშუალებით.
      მადლობა ქალბატონ  შორენას ასეთი  საინტერესო დღისთვის.

მოსწავლის ნამუშევარი

Saturday 7 July 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

    დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა...გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები.
  ტრენინგი დავიწყეთ  დაწყვილებით.განვიხილეთ ერთმანეთის  მიმართულების მიმცემი  კითხვები ანუ უკუკავშირი  მივეცით ერთმანეთს. განვიხილეთ  მესამე და მეოთხე მოდული  და შესაბამისი აქტივობები.
        მოვისმინეთ  პროექტის  სასწავლო პროცედურების რამდენიმე ნიმუში. მივეცით ერთმანეთს  შენიშვნები და  გავითვალისწინეთ, შევიტანეთ შესწორებები საკუთარში. 
   მოვიძიეთ ინტერნეტში პროექტისთვის  საჭირო  რამდენიმე  სურათი  და შევინახეთ.გავეცანით  საავტორო  უფლებებს.
       განვიხილეთ ინტერნეტი  არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო,არამედ როგორც რესურსი.
   ტრენინგი იყო  ძალიან  საინტერესო  და დატვირთული.

Thursday 5 July 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეოთხე დღე....ძალიან საინტერესო  და სიახლეებით დატვირთული.
  გავიხსენეთ წინა დღის შესწავლილი საკითხები.განვიხილეთ  მეორე მოდულის მე-3, მე-4 და მე-5 აქტივობები.
   საინტერესო იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა.ასევე განვიხილეთ ის 5 მიზანი,რომელიც გათვალისწინებულია ამ პროექტის შეფასების დროს.
   ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები,გავშალეთ როდის და სად გამოვიყენებთ ამ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
გავიხსენეთ PowerPoint ში  მუშაობა და პრეზენტაციის შექმნა.დავგეგმეთ მომავალი სამუშაო დღე და ჩავინიშნეთ  საშინაო დავალება.